
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ახლახან, მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა - მადონა ბენდელიანმა, მე-9 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „კვადრატული ფუნქცია და კვადრატული უტოლობა“.
გაკვეთილის მიზანი იყო, კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პრაქტიკულ ამოცანებში კვადრატული უტოლობის გამოყენება და კვადრატული ფუნქციის შესწავლა.
საგაკვეთილო პროცესი წარიმართა პოზიტიურ გარემოში და რაც მთავარია - გაჯერებული იყო მრავალფეროვანი რესურს-აქტივობებით. გაკვეთილი გათვლილი იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე და ხელს უწყობდა ახსნილი მასალის საინტერესოდ გაგება-გააზრებას.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფი, ასევე - სასკოლო საზოგადოების დაინტერესებული პირები.
იხილეთ ფოტოები: