თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის კულინარიული პაექრობა მოეწყო
14-02-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს. 

სწორედ მოსწავლეთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, ბიოლოგიის პედაგოგის - ხათუნა შალიკაშვილის ინიციატივით, მე-9, მე-10 და მე-11 კლსის მოსწავლეებს შორის ჩატარდა „სამზარეულოს ომები“. 

მოსწავლეებმა პროფესიულ კოლეჯში მიღებული ცოდნა, პრაქტიკულად შეაჯამეს და უამრავი გემრიელობა მოამზადეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მონაწილეები გამოწყობილნი იყვნენ სპეციალური ფორმებში, მათი მთავარი გამოწვევა იყო, მოემზადებინათ ორი კერძი რაც შეიძლება სწრაფად, რომელიც გამორჩეული იქნებოდა, როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე ვიზუალით.

ღონისძიებას ჰყავდა ჟიური, რომელმაც შეაფასა მონაწილეთა მომზადებული კერძები. 

თითოეულმა გუნდმა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203