ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს
14-02-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლე-მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს იზიარებენ. 

შესაბამისად, ქართველი ერის მამად წოდებული მწერლის დაბადებიდან 187 წლისთავი სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები. 

მოაწავლეებმა წაიკითხეს ილიას ბიოგრაფია, მოიძიეს ნაკლებადცნობილი ფაქტები მისი ცხოვრებიდან, აღნიშნეს მისი ღვაწლი როგორც ქართულ ლიტრარატურაში ისე ერის ცხოვრებაში. 

მოსწავლეებმა ილიას შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და წაიკითხეს მისი ლექსები და გამონათქვამები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203