საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ტრადიციადქცეული ვიზიტი თეატრში
14-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები კულტურულ-შემეცნებითი მიზნით თეატრს ხშირად სტუმრობენ. პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე ზრუნავენ და ამიტომ მოწაფეებს არაერთ გასვლით ღონისზიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლა-გიმნაიზიის მე-2 კლასის მოსწავლეები შემეცნებით-გასართობი ვიზიტით, თეატრში - „მეორე სახლი“ იმყოფებოდნენ, სადაც ნახეს სპექტაკლი სახელწოდებით „ჩხიკვთა ქორწილი“. 

მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, თეატრალური წარმოდგენით მოხიბლულებმა მოგვიანებით ერთმანეთს ემოციები სიხარულით გაუზიარეს. 

თეატრს - „მეორე სახლი“ სტუმრობდნენ სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებიც. მათ თეატრში ნოდარ დუმბაძის ორი შესანიშნავი ნაწარმოების - „ჰელადოსისა“ და „ბოშების“ სცენაზე გაცოცხლებულ სპეკტაკლი ნახეს. 

ბავშვები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203