ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოს“ საინტერესო გაკვეთილი და შემეცნებითი პრეზენტაციები
14-02-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მათ შორის მოსწავლეთა ინტერესით გამოირჩევა პრეზენტაცია, როგორც სასწავლო აქტივობა. 

ახლახან, Vბ კლასის მოსწავლეებმა, როგორც მათ სჩვევიათ ისეთი აკადემიური და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს თემაზე - „არგონავტები“.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საგნის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას იმუშავეს.

მოსწავლეებმა თემის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

„ჩემი საყვარელი და ჭკვიანი Vბ კლასის მოსწავლეები. ბევრი წარმატება და საინტერესო დღეები თქვენ“,- წერს მოსწავლეთა პედაგოგი ხათუნა რუსიეშვილი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203