„ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!“ - თბილისის N28 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
14-02-2025

8 თებერვალი დიდი ქართველი მეფის და ღირსეული მამულიშვილის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. 

თბილისის N28 საჯარო სკოლაში დავითის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!"

ღონისძიბაში მონაწილეობდნენ  IX-X-XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს მეფის ღვაწლზე,  პრეზენტაციები ჩაატარეს მის მიერ გატარებულ რეფორმებზე, წარმოადგინეს ისტორიული ქრონიკები, გამოუშვეს კედლის გაზეთები, გააჟღერეს სიმღერები საქართველოზე.

სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძე.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ეკატერინე ოქროპირიძე და ია ტუშური.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203