არწივანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე თამარ კოჩალიძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია 
14-02-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მე -10 კლასის მოსწავლის - თამარ კოჩალიძის აკადემიურ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე თამარ კოჩალიძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მოსწავლეს წინსვლას და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენ, არწივანის საჯარო სკოლა, გულწრფელად გილოცავთ შენი ოცნების ასრულებას და გისურვებთ წარმატებებს. იმედი გვაქვს, რომ შენი შრომისმოყვარეობა, წარმატება და მიღწევები გახდება ნათელი მაგალითი  სხვა ახალგაზრდებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203