„თვალები ჩემი სიმდიდრეა“ -  გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პრეზენტაცია და საინტერესო კედლის გაზეთი
14-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, III კლასში, ჩატარებული მე და საზოგადოების გაკვეთილი თემაზე - „თვალები ჩემი სიმდიდრეა“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს თვალის ფუნქციასა და მავნე ჩვევებზე, რომელიც მას აზიანებს. ბავშვებმა მოცემულ საკითხზე შექმნეს კედლის გაზეთი და წარადგინეს პრეზენტაცია.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203