საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოწაფეები დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობდნენ
13-02-2025

წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლმა - საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ორგანიზებულ საზეიმო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

მსვლელობის დაწყებისას, აღმაშენებლის გამზირზე, ხელოვნების სკოლის ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლებმა (ხელმძღვანელები ტარიელ ხუციშვილი და დალი დაბრუნდაშვილი) ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და მსვლელობის მონაწილეებს დავითობა მიულოცეს.

მსვლელობის დასასრულს, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეები და ტაძრის მრევლი, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, წმიდა მეფის სადღესასწაულო პარაკლისს დაესწრნენ, რომელიც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან თეოდორესთან, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203