ცურტავის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ღვაწლს საინტერესო ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
13-02-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში აქტიურად აღინიშნებმა მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. გაიმართა საინტერესო ღონისძიება, რომელშიც Vlll, IX ,Xl კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ განიხილეს დავით აღმაშენებლის ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენები, მისი რეფორმები და ბრძოლები, იუსაბრეს პოლიტიკურ  თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აღნიშნეს დიდგორის ბრძოლის როლი საქართველის ისტორიაში. წაიკითხეს ნაწყვეტი დავით IV-ის პოეტური ნაწარმოებიდან - „გალობანი სინანულისანი“. ჩამოთვალეს დავით მეფის დროს აგებული ეკლესია მონასტრები. მოსწავლეებმა ასევე სიყვარულით წაიკითხეს ქართველი პოეტების დიდი მეფისადმი მიძღვნილი ლექსები. Vlllკლასის მოსწავლეებმა კი დაამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დავით აღმაშენებელი“.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა მეფეთ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203