ფოთის N7 საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ერთმანეთ წაკითხული წიგნების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია
13-02-2025

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

„წაიკითხე წიგნები, უკეთესი იქნები“ -  ამ დევიზით წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდა ქართულის ლაბორატორია. აქტივობის ინიციატორები ფოთის N7 სკოლის პედაგოგები პედაგოგები: დ.ინჯგია, ნ.ხუციშვილი, ნ.ჩარტია, ნ.დინდოლაძე არიან. 

სწორედ მათი ინიციატივით და მოსწავლეთა ჩართულობით წიგნის პოპულარიზაციის მიზნით მოაწყვეს წაკითხული წიგნების პრეზენტაცია. თითოეული მოსწავლე იმ წიგნის შესახებ საუბრობდა რომელიც წაკითხული ჰქონდა და თანატოლებს ურჩევდა რომელი წიგნი წაეკითხათ და რატომ. აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა მსმენელებისთვის, რომლებმაც მათთვის უცნობი არაერთი წიგნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მათი წაკითხვის სურვილიც გამოთქვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203