დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის - დავით კვარაცხელიას ბრწყინვალე წარმატება ეროვნულ ოლიმპიადაში
13-02-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორისაა, მე-11 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელია, რომელაც ინგლისური ენის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურშიც გაიმარჯვა და ამჯერად ფინალში გავიდა.

ნიშანდობლივია, რომ დავითმა საკმაოდ მცირე დროში 40-დან 39 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დავითმა პირველ ტურში 40-დან 40 ქულა აიღო და ქვეყნის მასშტაბით I  ადგილი დაიკავა.

სკოლის ადმინისტრაციამ წარმატებული მოსწავლე წიგნებით დაჯილდოვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს, ახლა უკვე ფინალში აქტიურად გულშემატკივრობენ და ახარებთ, რომ მისი პედაგოგის შრომა დაფასდა.

„აღსანიშნავია, რომ დავითის მასწავლებელი  არის იზოლდა დანელია, რომელიც დავითს დამატებით ამეცადინებს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203