მახათაურის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა მე-8 კლასის მოსწავლემ, თამარ ყიფშიძემ
13-02-2025

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მახათაურის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრების, ქალბატონ ინგა გელაშვილისა და ქალბატონ ასმათ ბუსხრიკიძის, ხელმძღვანელობით ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მე-8 კლასის მოსწავლემ, თამარ ყიფშიძემ წარადგინა პრეზენტაცია და დეტალურად მიმოიხილა აღმაშენებლის ბიოგრაფია და იმ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203