
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული მრავალფეროვანი და მდიდარი სამზარეულო საამაყოა.
ახლახან, კი ქართული სამზარეულოს ტრადიცია გააცოცხლეს და ჩვენი სუფრის მშვენება ხაჭაპური კეცზე გამოაცხვეს.
მოსწავლეებმა მზადებისას დაუვიწყარი დრო გაატარეს, ბოლოს კი „კეცის ხაჭაპური“ დიდი სიამოვებით დააგემოვნეს.
„ტრადიცია ცოცხალია, ჭეშმარიტი ქართული გემო, ხაჭაპური კეცზე“, - გვიზიარებენ მოსწავლეები ემოციებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: