
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ამის ნათელი მაგალითია, მე-5 კლასის მოსწავლეთა წინასაახალწლოდ მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს, შეგროვილი თანხა კი ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს.
ფონდმა მათ სამადლობელი წერილი და სიგელი გამოუგზავნა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და გამოჩენილი ინიციატივა, მონაწილეობა მიეღოთ საქველმოქმედო ღონისძიებაში.
„ჩვენც მადლობას ვუხდით ბავშვებს გაწეული შრომისთვის და ქველმოქმედებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: