„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია“- თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-02-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

ახალახან, მე-2 კლასში, ბუნების გაკვეთილზე, თემის - ხმელეთი, როგორც  გარემო და საკითხის - მცენარეები შესწავლისას განხორციელდა პროექტი „ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია“. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, იმუშავეს როგორც ჯგუფურას, ისე ინდივიდუალურად და თემა ხალისით შეისწავლეს. 

ჯგუფებმა თემაზე - ხილი, ბოსტნეული და ტკბილეული წარმოადგინეს ინფორმაცია. ისაუბრეს მათთვის საყვარელ საკვებზე -  გაიაზრეს თუ რა სარგებელი ან ზიანი მოაქვს ამა თუ იმ საკვებს. შესრულდა სხვადასხვა სახალისო აქტივობა.  პროექტი კი ჯანსაღი საკვების დაგემოვნებით  დამთავრდა.

პროექტს პედაგოგი ლია  ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203