„წიგნიერებასა და გონიერებაში ჩამალული საიდუმლო - დავით აღმაშენებელი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გორისის საჯარო სკოლაში
13-02-2025

„წიგნიერებასა და გონიერებაში ჩამალული საიდუმლო - დავით აღმაშენებელი" - ამ სათაურით გაიმართა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობიდან საიუბილეო_ 900 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლაში. 

ღონისძიებამ, რომელიც ისტორიის პედაგოგის ნანული შეყლაშვილის ინიციატივით ჩატარდა მთელი სკოლა მოიცვა. აღნიშნულის ფარგლებში მეათე კლასელებმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის დაგეგმეს და გაატარეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მათ შორის: 

მოკლემეტრაჟიანი ვიდეო-ანიმაციური ფილმების ჩვენება VI-V-VIკლასებში; მინილექცია-პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის შესახებ; მოაწყეს დავით ტურაშვილის რომანის „ტყეების მეფის" განხილვა. ასევე, ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით" წაიკითხა მეათე კლასის მოსწავლემ,  თორნიკე აჭარაძემ. მოეწყო სარეკლამო ვიდეო რგოლის „დავითიანის" ჩვენება.  აქტივობის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია სემდგომ კი ღონისძიება დაიხურა ვიდეოკლიპით „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება" გოგი დოლიძის შესრულებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...