
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში დავით აღმაშენებლის დღე აღინიშნა. მე-8 კლასში ჩატარდა დავით აღმაშენებლის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი გაკვეთილი.
სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ წაიმართა, მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე მეფეთ მეფის ღვაწლი აღნიშნეს, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, სიამაყით ისაუბრეს თუ როგორ შეძლო დანგრეული, აოხრებული, დანაწევრებული საქართველოსაგან ძლიერი, ერთიანი, გამარჯვებული და გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნა.
გაკვეთლს მასწავლებელი ნარი კუნჭულია ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: