იდლიანის საჯარო სკოლაში მეფეთა მეფის ხსენების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
14-02-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის, იდლიანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგადვს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, მრავალმხრივ განვითარდნენ, ისწავლონ კრიტიკული აზროვნება, საგნობრივი საკითხები კი სიღრმისეულად შეისწავლონ.

აქედან გამომდინარე, იდლიანის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო, შემეცნებითი აქტივობა ეწყობა, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებისკენ.

ახლახან, სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, ნინო მერებაშვილის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის ხსენების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

მათ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, გაიხსენეს ისტორიული ფაქტები დავით აღმაშენებელის ცხოვრება-მოღვაწეობიდან და თამამად ვიტყვით - დამსწრე საზოგადოება მეფეთა მეფის ეპოქაში „ამოგზაურეს“.

„დიდი მადლობა ნინო მასწავლებელს საინტერესო ლექციისთვის, მოსწავლეებს კი - ჩართულობისთვის“, - ასე გამოემხაურა იდლიანის საჯარო სკოლა ღონისძიებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203