არწივანის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
13-02-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საგანმანათლებლო ღონისძიებებით, მათ შორის, საინტერესოდ აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.

მოსწავლეებმა თარიღს პრეზენტაცია მიუძღვნეს, აღნიშნეს მეფეთ მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, მისი როლი საქართველოს ისტორიაში, ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გაიხსენეს სახელოვანი მეფის გატარებული სახელმწიფოებრივი რეფორმები.

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა მაყვალა დეკანაძემ გაუწია. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ წელს მეფეთ მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203