იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების „მოგზაურობა“ დავითის ეპოქაში - სკოლაში ფილმის ჩვენება და პრეზენტაცია მოეწყო
13-02-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნა სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობით გაიმყარონ და ამის დასტურია დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ სიჭინავას ხელმძღვანელობითა, II-III კლასების მოსწავლეებისთვის, ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.

სახალისო ვიდეოების, კომიქსებისა თუ პრეზენტაციების დახმარებით, ცნობისმოყვარე პატარები მეფე დავითის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს წლებს გაეცნენ, შეხვედრის დასასრულს კი ჩატარდა დისკუსია.

„ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავად შეექმნათ კომიქსები... დიდი მადლობა, მარიამ მასწავლებელსა და ჩვენს პატარა მერცხლებს, საინტერესო ინფორმაციისა და ჩართულობისთვის“, - ასე შეაფასეს იდლიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა აქტივობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203