„მოლი - რაოდენობის საზომი ერთეული“ - საინტერესო პრეზენტაცია თბილისის N36 საჯარო სკოლაში
14-02-2025

მოლის დღეა. ეს დღე ძირითადად ქიმიკოსების საზოგადოებაშია გავრცელებული. მოლი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავთვალოთ, თუ რა რაოდენობა ესა თუ ის ნივთიერება შევიდა/წარმოიქმნა რეაქციის დროს. ესაა ფუნდამენტური ცნება, რომელსაც ქიმიკოსები იყენებენ.

მოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის N36 საჯარო სკოლაში ჩატარდა  საგანმანათლებლო პროექტი, სახელწოდებით - „მოლი - რაოდენობის საზომი ერთეული“, რომლის მიზანი გახლდათ, მოსწავლეებს უკეთ გაეცნობიერებინათ მოლის მნიშვნელობა და მისი როლი.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა: ნ. ადვაძემ, მ. პაპიძემ, ლ. კვერნაძემ, ნ. მურთაზაშვილმა, ნ. ახალაძემ, ნ დარსალიამ განიხილეს, როგორ გამოიყენება მოლი სხვადასხვა ქიმიურ გამოთვლაში, ჩაატარეს პრაქტიკული ექსპერიმენტები და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს

პედაგოგი:ლ.ნიკოლეიშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203