
თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრება სავსეა სასწავლო-შემეცნებითი და იმავე დროს სახალისო თავგადასავალებით.
ახლახან, 1-ელი ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნატალია ყურმაშვილის ხელმძღვანელობით, თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა სცენაზე ჟირაფი ჟოზეს თავგადასავალი ნახეს.
მოსწავლეებისთვის თოჯინური სპეტაკლი მეტად სახალისო აღმოჩნდა, საყვარელი პერსონაჟის ნახვით ისიამოვნეს და თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: