„ფერწერა სულის უმაღლესი განზომილებაა“ - გაიცანით კესარია ძნელაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლიდან, რომლის ნამუშევრებმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა
13-02-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობითა და ცოდნის ტრანზიიცით არ შემოიფარგლება; პედაგოგები ყველანაირ პირობას უქმნიან ბავშვებს, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და ხელს უწყობენ მიღწევების წარმოჩენაში.

დღეს გაგაცნობთ ქუთაისის N4 საჯარო სკოლის, IX კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, საუკეთესო სპორტსმენს, კესარია ძნელაძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა სკოლის თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი თავის მრავალმხრივ ნიჭიერებაში, როდესაც მოლბერტებზე გრაფიკაში და ასევე  აკვარელით შესრულებული მისი ორიგინალური ნამუშევრები გამოიფინა (კლასის ხელმძღვანელი მაკა კახიძე, ხელოვნების მასწავლებელი ვერა ლომიძე).

„კესარიას ნატურმორტები გამოირჩევა იშვიათი მოხაზულობით, ფანქრის მოსმის მაღალი გემოვნებით, შტრიხების სისავსითა და სრულყოფილებით. გვხიბლავს მისი ფერთა გამაც და გვაფიქრებს, რომ ფერწერა სულის უმაღლესი განზომილებაა, ადამიანთა სიამოვნებისათვის შექმნილი.

გვსურს, გზა დავულოცოთ კესარია ძნელაძეს ხელოვნების დიდ სარბიელზე!“, - ასე გამოეხმაურა მოსწავლის მიღწევებით ამაყი ქუთაისის N4 საჯარო სკოლა კესარია ძნელაძის შემოქმედებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203