წიგნიერების დღესასწაული თბილისის N212 საჯარო სკოლაში
13-02-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწაავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკითხია, ამიტომ წიგნის საჯაროს კითხვის დღე არაერთი აქტივობით აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას ხალისით შეურთდნენ მე-8 კლასელები და პირველკლასელებს ესტუმრნენ. უფროსმა მეგობრებმა პატარებს  წაუკითხეს საინტერესო მოთხრობები, ისაუბრეს ზღაპრის გმირებზე.

საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, შიდასაკლასო ატივობები გააგრძელეს მე-3 კლასელებმა, მათ კლასის საათზე წაიკითხეს მოთხრობა - „მაკნატუნა”, ასევე მოამზადეს აფიშა და გააკეთეს პრეზენტაციები.

ასევე ყველა მოსწავლემ მოიტანა კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, კლასში ერთმანეთს უამბეს მათთვის საყვარელი მოთხრობები. მე-3 დამრიგებელი ნანა ასტამაძე გახლავთ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203