
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რათა მოსწავლეებს გაუღვივონ სწავლის ინტერესი და აუმაღლონ მოტივაცია. ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული აქტივობაა პრეზენტაცია.
ახლახან, Vა კლასის მოსწავლეებმა თემა - „არგონავტები და ოქროს საწმისი“ შეისწავლეს და საკითხის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მომზადეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ხალისით იმუშავეს, საკითხის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოაგროვეს და შთამბეჭდავი პრეზენტაციაც გამართეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მადლობას უხდიან მათ მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და შვილების მხარდაჭერისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მშობლებს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- წერს პედაგოგი ხათუნა რუსიეშვილი.
იხილეთ ფოტოები: