
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერრთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
ამჯერად, სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, ქართული ენის მასწავლებლის - ჟენია თუმასიანის ინიციატივით.
მოსწავლეებმა ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, მათი მიღწევებისა და გამოგონებების შესახებ შეიტყვეს და საინტერესო პრეზენტაციაც მოამზადეს.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
იხილეთ ფოტოები: