
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სპორტულ ღონისძიებებში, და ამის დასტურია თორიის საჯარო სკოლაში ჩატარებული ფრენბურთის ჩემპიონატი.
ტურნირის ინიციატორი გახლავთ თორიის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ჰოვსეფ სეხლიანი, ხოლო მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.
„ძალიან კარგად ითამაშეს. პირველ სეტში თანაბარი ქულები მიიღეს, მაგრამ მეორეში გაიმარჯვა მე-10 კლასმა. ძალიან დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მოსწავლეებმა კარგი თამაში აჩვენეს“, - ასე შეაფასა ჩემპიონატი მასწავლებელმა, რომელმაც წახალისების მიზნით, ბავშვებს მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.