ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელთა ნაყოფიერი კვირა და მათი სასწავლო მიღწევებით ამაყი მასწავლებელი
13-02-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, მიდგომებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს არაერთი აქტივობით უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და შემართებაზე აისახება. პატარები აქტიურობითა და აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. მნიშვნელოვანია სასწავლო მიღწევების შეფასებაც. 

ახლახან, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველი კლასის მასწავლებელმა მზია ბარამაძემ ნაყოფიერი კვირა შეაჯამა და მოსწავლეთა მიღწევებით იამაყა. 

„წარმატებული სასწავლო კვირაა ჩემო ყოჩაღებო“,- წერს მზია ბარამაძე და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203