„ვიკითხოთ ერთად, შევცვალოთ სამყარო!“- მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი
13-02-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ცდილობენ. 

შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში გაიმართა შეხვედრა - „ვიკითხოდ ერთად, შევცვალოთ სამყარო“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ციტატები მათთვის საინტერესო ავტორების ტექსტებიდან, ისაუბრეს გამორჩეულ წიგნებსა და პერსონაჟებზე.

მოსწავლეებმა წიგნის ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203