გორელოვკის N3 სკოლის მე-2 კლასელებმა ხელნაკეთი თოჯინები შექმნეს და თოჯინური სპექტაკლიც დადგეს
13-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალება მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა მოთხრობა - „თოჯინა“ შეისწავლეს, რის შემდეგაც თავადვე დაამზადეს თოჯინები. 

პატარები დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ, თოჯინები დავადვე შეკერეს და შესწავლილი ტექსტის მიხედვით თოჯინური სპექტაკლიც გამართეს. 

მოსწავლეებისთვის დავალება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203