
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წმინდანად შერაცხული ქართველი მეფის აშოტ კურაპალატის მოღვაწეობა გაიხსენეს.
სკოლაში წმინდა აშოტ კურაპალატის ხსენების დღე აღინიშნა. ამავე წმინდანის სახელობის მე- 2 გ კლასმა საკლასო აქტივობა ჩაატარა.
მოსწავლეებმა წმიდა აშოტ დიდი კურაპალატის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და კლასში წამოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: