„მწიგნობარი და მაშენებელი“ - მუხრანას საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებსა და მოღვაწეობას საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა 
13-02-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მათ შორის დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მუხრანას  საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენაში თემაზე - „მწიგნობარი და მაშენებელი“. 

გაკვეთილზე განიხილეს დავით აღმაშენებლის მეფობა, მოღვაწეობა და მისი შემოქმედება. მოსწავლეებმა აღნიშნეს მეფეთ მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, დიდი მეფის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და შეიტყვეს ნაკლებადცნობილი ფაქტები მისი ცხოვრებიდან. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...