დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი გაკვეთილი ნოქალაქევის საჯარო სკოლაში
14-02-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებულად აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე -  900 წელი მეფეთ მეფის გარდაცვალებიდან.

სკოლის ბიბლიოთეკაში, მე-4 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ციალა გოგოლიმ მოსწავლეებს დავით აღმაშენებლის შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა.

  • მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გააკეთეს პრეზენტაციები თემებზე:
  • საქართველოს მდგომარეობა დავით აღმაშენებლის გამეფების დროს. მაშინდელი საშინაო პოლიტიკა, საგარეო ფაქტორების როლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეცვლაში;
  •  მეფის მიერ გატარებული სამხედრო, ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები;
  • მხედართმთავრული და სტრატეგიული ნიჭი, ბრძოლებში გამარჯვება. წიგნის სიყვარული და პოეტური ნიჭი...
  • წაიკითხეს ქართველი პოეტების მიერ დავით აღმაშენებლისთვის მიძღვნილი ლექსები;
  • მოსწავლეებმა უყურეს ფილმებს;
  • მოსწავლეთა ჩართულობით მომზადდა კედლის გაზეთი;

მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. დიდებული მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

დღე საინტერესოდ და ნაყოფიერად დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203