ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
ამ გამორჩეულ თარიღს, სკოლაში საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დიდი მეფის ღვაწლი აღნიშნეს და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია და კედლის გაზეთი მოამზადეს.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა წმინდანად შერაცხული მეფის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებლები.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია