ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის შესახებ კედლის გაზეთი დაამზადეს
12-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე და მაქსიმალურად ცდილობენ, სასწავლო პროცესი საინტერესო შემოქმედებითი და მიმზიდველი გახადონ. ამ მიზნით სკოლაში ყველა მნიშვნელოვანი დღე სხვადასხვა ტიპის აქტივობით აღინიშნება.

ზემოსურების საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 10 თებერვალს მოსწავლეებმა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.

აქტივობის ფარგლებში მათ მოამზადეს კედლის გაზეთი, ისაუბრეს ძლევამოსილი მეფის ბიოგრაფიაზე, გაეცნენ მის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოიძიეს და წაიკითხეს დავითისადმი მიძღვნილი ლექსები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203