ქარიატის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა 
12-02-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. რა თქმა უნდა, ქარიატის საჯარო სკოლაშიც აღინიშნა ეს გამორჩეული თარიღი. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს დავით მე-4-ის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და ისაუბრეს დიდი მეფის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებსა და მის პიროვნულ თვისებებზე. შეეცადნენ, მისი ღვაწლი თანამედროებასთან დაეკავშირებინათ, დავითის თვალით შეეხედათ საქართველოს დღევანდელი პრობლემებისთვის და სავარაუდო გადაწყვეტილებებზე ემსჯელათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლამაზი, საინტერესო, შინაარსობრივად დატვირთული დღე გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...