
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის ჩატარდა შიდასასკოლო შეჯიბრება „შაშში“. თამაში საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ I - II და III ადგილოსნები. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და მონაწილის სერტიფიკატებით.
იხილეთ ფოტოები: