
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის მანანა ტოტოღაშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ სტუმრობდნენ.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის ექსპონატები. ასევე, მათ შეეძლოთ ექსპონატებთან შეხება, დატრიალება, დაგდება, შეგროვება და დაშლა.
მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: