
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე (World Read Aloud Day) თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღინიშნება და საამაყოა, რომ საქათველოს სკოლები დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან ამ მეტად მნიშვნელოვან ატივობას.
ამ მხრივ გამონაკლისი არც სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც მოსწავლეებმა წიგნის ხმამაღლა კითხვის ფლეშმობი მოაწყვეს.
ბავშვებმა საყვარელი წიგნებიდან ხმამაღლა ამოიკითხეს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამონარიდები და გააცნეს თანატოლებს.
„აქტივობა საკმაოდ სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.