მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
12-02-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ და კითხვის კულტურას ასწავლიან, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

შესაბამისად, მუხრანას საჯარო სკოლის მე-5, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად გამოეხმაურენ, დაამზადეს წიგნის სანიშნეები და წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის ზღაპრები ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს და ერთმანეთს კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203