„კითხვის სიყვარული ღირებული უნარია“... - დმანისის N2 საჯარო სკოლაში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა
12-02-2025

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს დმანისის N2 საჯარო სკოლა სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა.

მე-8 კლასებში ჩატარდა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს წინასწარ სთხოვეს, დამოუკიდებლად შეერჩიათ სასურველი წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც, თითოეულ მოსწავლეს უნდა მოემზადებინა პრეზენტაცია კლასელებისთვის;

პრეზენტაციისას, მოსწავლეს უნდა ესაუბრა წიგნზე, გაეზიარებინა მათთვის შთაბეჭდილებები.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის მასწავლებელმა, მ. სიმონიშვილმა, მოსწავლეებს შესთავაზა, განეხილათ ჰარი პოტერის წიგნები. „დისკუსიის დროს ბავშვებმა შეძლეს, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები წიგნების შესახებ, განეხილათ საყვარელი პერსონაჟები და საინტერესო მომენტები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ვიტყვით, რომ გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ჩაატარა ინტერაქტიული დავალება - Fill in the gap activity, ჰარი პოტერის წიგნების მასალებზე დაყრდნობით.

სკოლაში გვიამბობენ, რომ ღონისძიება წარმატებული იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ბავშვები სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს წაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებებს, აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში და ასრულებდნენ დავალებებს: „ჩვენ მივესალმებით ამ ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას, რადგან კითხვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ის ხელს უწყობს მსოფლმხედველობის გაფართოებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებას. კითხვა ეხმარება ბავშვებს, უკეთ შეიმეცნონ სამყარო და საკუთარი თავი. კითხვის სიყვარული ღირებული უნარია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება“, - ასე აფასებენ დმანისის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ჩატარებულ აქტივობას.




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...