
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგები გამოირჩევიან კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით. ისინი მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებისთვის თითოეული აქტივობა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელი, რომელიც გაზრდის მათ მოტივაციას და აუმაღლებს სწავლის სურვილს.
ამჯერად საინტერესო აქტივობა ჩატარდა სხვადასხვა კლასის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით. მესამე კლასის ხელმძღვანელის, შორენა ჩაფიძისა და პირველი კლასის დამრიგებლის, მარიამ კარკაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით საჯაროდ
ამ მიდგომით პედაგოგებმა შეძლეს ორი მნიშვნელოვანი (დავითობა, საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე) დღე ერთი აქტივობით აღენიშნათ და ამასთან ჩამოეყალიბებინათ მეგობრული განწყობა I და III კლასის მოსწავლეებს შორის, რაც სკოლაში კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: