განძის N2 სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში​ ღონისძიება გაიმართა
12-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

9 თებერვალს, ცნობილი სომეხი პოეტის, ლირიკოსის, საზოგადო-პოლიტიკოსის - ვაჰან ტერიანის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. განძაში, პოეტის სახლ-მუზეუმში, განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით პოეტის ცხოვრებისა და ლიტერატურული მიღვაწეობისადმი მიძღვნილი კულტურული ზეიმი გაიმართა.

მოსწავლეებმა პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაცინეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ა. ლულუკიანი, გ. ლულუკიანი და ლ. აბგარიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203