სადმელის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
12-02-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

როგორც ყველასათვის ცნობილია, 8 თებერვალს, საქართველოში დავითობა აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს სადმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

პრეზენტაცია თემაზე - დავით IV აღმაშენებელი, წარმოადგინეს მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე კერესელიძემ, ანი რატიანმა, მარიამ მამფორიამ, ბარბარე ჯოხაძემ, მარიამ გორგასლიძემ და ისტორიის მასწავლებელმა კახაბერ პაპუაშვილმა. 

ბავშვებმა ისაუბრეს ამ დიდებული მეფის ღვაწლზე და გაიხსენეს ის რეფორმები, რომელიც დავითმა გაატარა ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის.

მოსწავლეებმა დიდი მეფის ღვაწლს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი როლი საქართველოს ისტორიაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...