
აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას, პროფესიონალი პედაგოგები კი ბავშვებს აძლევენ შესაძლებლობას, მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავი სხვადასხვა საგანში.
ამჯერად გიამბობთ პედაგოგ ცირა გრიგოლიას შესახებ, რომელიც კვათანის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლის და თამამად ვიტყვით, მისი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე.
ბავშვების უსაყვარლესი ცირა მასწავლებელი მოსწავლეებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს და პატარებსაც საკუთარი ემოციები, სიყვარული, ბავშვობის სილაღე სახატავ ფურცელზე გადააქვთ.
დღეს წარმოგიდგენთ ცირა გრიგოლიას მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.