
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს როლური თამაშების გამოყენებას.
სწორედ, აღნიშნული სასწავლო დანიშნულების თამაშს მიმართა პედაგოგმა მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის „ენით დაკოდილის“ სწავლებისას.
მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იგავ-არაკის ინსცენირება მოაწყვეს და დათვისა და კაცის მეგობრობის იგავი გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა აქტივობით იგავის მთავარი სათქმელი უკეთ გაიაზრეს და ერთხმად აღნიშნეს - „მოდი ვიმეგობროთ ყველასთან!“.
იხილეთ ვიდეო: