ნიჩბისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავს კვირეული მიეძღვნა
12-02-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მათ შორის, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. დიდი მეფის გარდაცვალების 900 წლისთავს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ნინო კენჩხაძის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შექმნეს კედლის გაზეთები.

კვირეული კი სკოლაში დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დიდი მეფის ღვაწლი აღნიშნეს, მის მიღვაწეობას ხოტბა შეასხეს. ღონისძიება მოიცავდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება- მოღვაწეობის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს. აღნიშნული ღონისძიება დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...