საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
12-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.

ახლახან, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელები კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოზარდებს გაესაუბრათ კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო კაპანაძე, კავკასიის მედიცინის სკოლის დეკანი მარიამ ოქრუაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ გიორგაძე.

მოზარდებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის შეთავაზებებისა და სასურველი ფაკულტეტების, სასწავლო პროგრამების შესახებ.

„თამარ მეფის სკოლა-გიმნაზია მუდმივად უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის მომავალი პროფესიების არჩევის შესაძლებლობა შექმნას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203