
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ფიზიკოსისა და ქიმიკოსის მარი სკლოდოვსკა-კიურის შესახებ ცნობები მოიძიეს და მისი მიღწევებისა და გამოგონებების შესახებ შეიტყვეს. მოსწავლეებმა ცნობილი ქალი მეცნიერის შესახებ საინტერესო ინგლისურენოვანი ფილმი ნახეს თემაზე - Marie Curie: A Pioneer in Science @ Marie Curie: Changing the World.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
იხილეთ ვიდეო: